ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - კორონავირუსიდან გამომდინარე ლარის გაუფასურებას ან გამყარებას არ ველოდებით

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, კორონავირუსიდან გამომდინარე, ლარის გაუფასურება ან გამყარება მოსალოდნელი არ არის.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, კორონავირუსის საფრთხის გამო ფრენების შეზღუდვა და საზღვარზე მკაცრი კონტროლი როგორ აისახება ლარის კურსზე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლარზე მატერიალური ზემოქმედება მოსალოდნელი არაა.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, წინასწარი უხეში შეფასებით, კორონავირუსი ორივე მხრიდან იმოქმედებს. მაგალითად, ტურისტების შემოსვლის შემცირება შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, ასევე მეორე მხრივ ქართველი ტურისტებიც ნაკლებად გავლენ ქვეყნის გარეთ. ჯამურად, ამ ეფექტების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ლარზე დაბალანსებული უნდა იყოს ზემოქმედება. ლარის გაუფასურებას ან გამყარებას კორონავირუსიდან გამომდინარე არ ველოდებით.

რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შეიძლება მომავალში ეს პროგნოზები შეიცვალოს. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული და რასაც ვუყურებთ, საერთაშორისო ბაზრებზე, როგორია მოლოდინი კორონავირუსთან მიმართებაში, ლარზე მატერიალური გავლენა ამან არ უნდა იქონიოს“,-აცხადებს ლეჟავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს