ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება და „მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები“ არსებობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ, დაიკითხა კობა კოშაძის სიმამრი და ასევე, წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

საქმის პროკურორის ალექსანდრე ჩხეიძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის 7-8 მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ კობა კოშაძის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურორის თქმით, გამოკვლეულია ასევე ნივთიერი მტკიცებულებები და ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში ადასტურებს, კობა კოშაძის მიერ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას.

კობა კოშაძის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი კი აცხადებს, რომ საქმეში კოშაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები საერთოდ არ მოიპოვება და მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები არსებობს.

„ბრალდების მტკიცებულები როცა გამოვიკვლიეთ, იქ შეგვეძლო დაგვემთავრებინა, წერტილი დაგვესვა, რადგან ბრალდებამ ვერ წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ კობა კოშაძეს ნამდვილად ჰქონდა იარაღი. გამოძიების დაწყება გაყალბებული აქვთ, ასევე პატაკს პოლიციელი აწმყოში წერს, თითქოს, კობა კოშაძე აღმაშენებლის ხეივანში იარაღით გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ საათნახევარი კოშაძის ტელეფონს კასპის ანძა ემსახურებოდა, ანუ თბილისში საერთოდ არ იყო. დაესიზმრა პოლიციელს, რომ კოშაძე თითქოს, ქალაქში მოძრაობდა. პოლიციელები ამბობენ, 3 მანქანა მონაწილეობდა ოპერაციაშიო, კოშაძე ამბობს, რომ 7-8 მანქანა იყო. ცრუპენტელა პოლიციელების ჩვენებების გარდა, რომლებიც ელემენტარულ საკითხებში იტყუებიან, სხვა მტკიცებულება არ აქვთ, არც არც დნმ, არც მიკრონაწილაკი“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს