ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევათ

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იტალიიდან ჩამოსულმა პირებმა, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.

„მრავალ ადამიანს, რომელიც შემოდის განსაკუთრებით იტალიიდან, რადგან საფრთხეა იტალიაში მიმოსვლა, ეძლევა რჩევა, რეკომენდაცია, რომ თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნება და ისინი არიან ისტორიით ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის, იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში და თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, რომ მიმართონ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის