"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი - წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც არსებულ ტერმინალზე 4 ჯერ დიდი იქნება, შემოდგომიდან მოემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან “ აცნობეს, მიმდინარეობს საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობა.

მათი ცნობით, სამუშოები "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ დაათვალიერა.

,,ამ ეტაპზე ვიწყებთ ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება და მგზავრების მიღებას შეძლებს. ახალი ტერმინალი საათში 1200 მგზავრის მომსახურების საშუალებას მოგვცემს. რაც არსებულ გამტარუნარიანობაზე 4 ჯერ მეტია“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. ევროპის მასშტაბით ვართ მეორე ადგილზე იმ აეროპორტებს შორის, რომლებიც 5 მილიონზე ნაკლები მგზავრთნაკადი აქვს. წელს ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა, რათა მგზავრებს უფრო კომფორტულად და შეუფერხებლად მოვემსახუროთ,‘’, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ახალ ტერმინალს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და პიკურ საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. 2019 წელს მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 42% გაიზარდა და აეროპორტი 900 000-მდე მგზავრს მოემსახურა. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა