გია ვოლსკი - მოლაპარაკებას ხელი არ უნდა შეეშალოს, წინასწარი განცხადებები და ვაშაძისეული ბაქიბუქი არ უნდა დავიწყოთ

მოლაპარაკებას ხელი არ უნდა შეეშალოს, წინასწარი განცხადებები და ვაშაძისეული ბაქიბუქი არ უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლსკის თქმით, მმართველ გუნდს გარკვეული ინიციატივები და პრინციპული საკითხები აქვს შემუშავებული, რასაც მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს.

„ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ 40%-ზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ კეთილი უნდა ინებოს და სხვა პარტიასთან მოძებნოს საერთო ენა, რათა მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ დააკომპლექტა მთავრობა, ის მუდმივად არასტაბილურ გარემოში იქნება. აქედან გამომდინარე, ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია და აქ არც ერთი მხრიდან არანაირი დათმობა არ არსებობს. როგორც უსუფაშვილმა ძლივს ჭკვიანურად აღნიშნა, მოლაპარაკებას ხელი არ უნდა შეეშალოს, წინასწარი განცხადებები და ვაშაძისეული ბაქიბუქი არ უნდა დავიწყოთ.

ინიციატივები გვაქვს. 40%- იან რეიტინგთან ერთად, მთელი რიგი პრინციპული საკითხები იქნება. მგონია, რომ იმდენად ლოგიკურია ყველაფერი, რასაც ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე დავდებთ, რომ აქ არ უნდა იყოს არავის დაჩემება, რომ მაინც და მაინც მან აიძულა მოწინააღმდეგე მხარე. საერთაშორისო ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბაქიბუქი და სულელური განცხადებები არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ნუ გააჩენენ შეკითხვას ძახილის ნიშნით, საერთოდ უნდათ თუ არა მოლაპარაკებები და საარჩევნო სიატემაზე შეთანხმება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა