ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იდლიბში თურქი ჯარისკაცების დაღუპვის გამო შეშფოთება გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სირიის იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ლიდერმა „შეშფოთება გამოხატა დაძაბულობის ესკალაციის შესახებ, რამაც უამრავი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის თურქეთის ჯარში“.

„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დამატებითი ზომების საჭიროება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის. შეთანხმდნენ, რომ გაძლიერდება შესაბამისი უწყებათაშორისი კონსულტაციები და განიხილება უახლოეს მომავალში უმაღლეს დონეზე შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, წუხელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ, მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა