რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მილიონი ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გასულ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით, 640 სკოლისათვის 40 მილიონი ლარით დაფინანსდა 733 პროექტი: 329 სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, გადაიხურა 94 სკოლა, 62 სკოლაში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეიცვალა 74 სკოლის კარ-ფანჯარა, მოეწყო 77 სკოლის ოთახები და დერეფნები, გარემონტდა 59 სკოლის სპორტ-დარბაზი, 38 სკოლაში მოწესრიგდა ელექტრო-სისტემები.

ამ მიმართულებით, წელს 40 მილიონი ლარია გამოყოფილი და ამ ეტაპზე, განსახორციელებელი პროექტების გეგმა-გრაფიკზე მიმდინარეობს მუშაობა.

სრულად, გასულ წელს, განათლების ინფრასტრუქტურის პროექტები, 260 მილიონი ლარით დაფინანსდა. დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, 20 სკოლაში გრძელდება მუშაობა ენერგო-ეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით.

2019 წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მცირე ზომის 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა და მიმდინარეობს ტიპიური პროექტების შემუშვება საშუალო და დიდი ზომის 24 ბაღისთვის. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი ლარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო