თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ქალია და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ქალია და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ წუთში ინფექციური პათოლოგიის ცენტრში სულ იმყოფება 34 პაციენტი, მათგან ერთს ჰქონდა დადასტურებული ახალი კორონავირუსით ინფექცია. დღეს მოვიდა გამოკვლევის შედეგები და კიდევ ერთ პაციენტს ახალი კორონავირუსით ინფექცია დაუდასტურდა.

პირველი პაციენტი დაახლოებით 50 წლის მამაკაცია, რომელიც მოგზაურობდა ირანში და სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას მას შესთავაზეს ჩვენს კლინიკაში წამოსვლა. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ეს გახლავთ ახალგაზრდა ქალი, 31 წლის, რომელიც ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა. რამდენადაც ვიცი, ამ ქალაქში არ არის ეპიდემიის რისკი და არ არის ბევრი ინფიცირებული, მაგრამ იტალიაში მაინც ყველა ადგილი სახიფათო ხდება, მას ახალი კორონავირუსით ინფექცია აღმოაჩნდა. მისი მდგომარეობა ამჟამად კარგია, არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვირუსით დაინფიცირებულია.

ორ საკითხს მინდა ხაზი გავუსვა. პირველი, ხალხში არის წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ვირუსია, სინამდვილეში ის მხოლოდ 1/5 შემთხვევებში მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 80 პროცენტში საშუალო სიმძიმით, თითქმის უსიმპტომოდ. ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ პაციენტები, რომლებსაც ჩვენთან კორონავირუსი დაუდასტურდათ, ორივე შემთხვევაში უსიმპტომო იყო. მხოლოდ ამით რომ ემსჯელათ, ისინი ჩვენთან არ მოხვდებოდბენ“, - განმარტა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს ინფექციის გავრცელებისთვის.

„ის, ვინც სიმპტომურია, მძიმე ავადმყოფია, სახლში ან საავადმყოფოში წევს და ერიდებიან. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია, რომ შეიძლება მსუბუქად, უსიმპტომოდ დაიწყოს და შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე დამძიმდეს", - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

მისი თქმით, ინტენსიურად სწავლობენ ყველა იმ პირს, რომელიც 31 წლის ქალთან კონტაქტში იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს