სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს ასოციაციებს 2020 წლის გეგმები გააცნო

დღეს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საბჭოს წევრების სხდომა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრა პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა.

სხდომას პალატის წევრი ბიზნეს ასოციაციები, Amcham-ისა და Bag-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრისას, პალატის კვლევითი ცენტრის -Think Tank-ის დაფუძნების საკითხი განიხილეს. პალატის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს პალატის მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივები გააცნო. მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის, ბიზნესის მხარდაჭერისა და პროფესიული განათლების საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი პერტაიამ საბჭოს წევრებს ბიზნესის ადვოკატირების პროცესში აქტიური მონაწილეობა და პალატასთან არსებული ბიზნესის მხარდაჭერის კომიტეტებში ჩართულობა შესთავაზა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა