იენს სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას და გმობს სირიის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს იდლიბში

ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას და გმობს სირიის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს იდლიბის რეგიონში, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ელჩების საგანგებო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მათ მოვუწოდებ შეწყვიტონ თავდასხმები, პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას და მხარი დაუჭირონ გაერო-ს მცდელობებს, მოხდეს სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირება“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ნატო-ს მიერ თურქეთის მიმართ სოლიდარობის ნიშანია.

„დღევანდელი შეხვედრა ნათელი ნიშანია თურქეთისადმი სოლიდარობის. თურქეთი არის ნატო-ს მოქმედი მოკავშირე და მას უწევს ყველაზე მეტის გადატანა სირიაში არსებული საშინელი კონფლიქტის გამო. ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სირიიდან მომდინარე სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას“, - აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ცნობისთვის, ნატო-ს ელჩების საგანგებო კონსულტაციები დღეს თურქეთის მოთხოვნით ბრიუსელში გაიმართა. ანკარამ ორგანიზაციას მას შენდეგ მიმართა, რაც გუშინ, იდლიბის რეგიონში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების თავდასხმის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა