ზვიად კუპრავა - ვოლსკის დაქვემდებარებაშია ჩუღურეთში მცხოვრები „ზონდერბრიგადები“, სუს-ის აგენტები, პოლიციის "ნასედკები", ეს მისი "კამანდაა"

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მასზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე პოლიციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"გამოძიებას მაქსიმალური ინფორმაცია მოვაწოდე თავდასხმასთან დაკავშირებოთ. მათ შორის, ინფორმაცია მივაწოდე კამერებთან დაკავშირებით. გამოძიება დაინტერესებული იყო, მაქვს თუ არა პირადი სახის კონფლიქტი კონკრეტულ ადამიანებთან, რაზეც საგამოძიებო ორგანოს მივუთითე კონკრეტული გვარები: ფარცხალაძე, შოთაძე, გახარია და ივანიშვილი. ამ ადამიანებთან მაქვს განსაუთრებული კონფლიქტი. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით გაამახვილებს ყურადღებას", - განაცხადა კუპრავამ.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს". ზვიად კუპრავას თქმით, მისთვის უცნობია, ვოლსკი ამ განცხადებაში რას გულისხმობს, თუმცა მიიჩნევს, რომ მასზე განხორცილებული თავდასხმა " ფარცხალაძის, გახარიას და სპეცსამსახურების ხელწერაა".

„ვოლსკი არის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ჰყავს „ზონდერბრიგადა“. უშუალოდ ვოლსკის დაქვემდებარებაშია ჩუღურეთში მცხოვრები „ზონდერბრიგადები“, სუს-ის აგენტები, პოლიციის "ნასედკები". ეს არის ვოლსკის „კამანდა", - განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, აქვს სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის დროს თვალებში შესხმული სითხით ორივე თვალის დამწვრობა აღენიშნება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა