კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს, ისევე როგორც ტესტირებას, სახელმწიფო ფარავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტისთვის კორონა ვირუსის დასადგენად ჩასატარებელი ყველა გამოკვლევების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პაციენტს გამოკვლევების შედეგად კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა, შემდგომი მკურნალობის ხარჯებსაც სრულად სახელმწიფო გაიღებს.

„ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. რა ტესტირებასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, მოქალაქეებისთვის ყველაფერი უფასოა. რა თქმა უნდა, თუ დასჭირდა მკურნალობა, ესეც დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო