"სინერჯი კაპიტალმა" ხის სათამაშოების მწარმოებელ "კუ ბიკის" 40% შეისყიდა

"სინერჯი კაპიტალი" კომპანია "კუ ბიკის" 40%-ის მფლობელი გახდა, რომელიც ამავე სახელის ბრენდით საქართველოში აწარმოებს ბავშვის განმავითარებელ ხის სათამაშოებს. კომპანია ამ პროდუქციის ერთადერთი სერიული მწარმოებელია საქართველოში.

"ძალიან კარგი კომპანია დაგვემატა პორტფელში, რომელმაც პატარების განვითარებისთვის ჯანსაღი სათამაშოები უნდა შექმნას, და არამარტო სათამაშოები. არსებულ გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნიან. აქტიურად თანამშრომლობენ პედიატრებთან, რათა პროდუქცია ბავშვებში სხვადასხვა უნარის განვითარებას ემსახურებოდეს. ძალიან სენსიტიურია ეს თემა და მნიშვნელოვანი, რომ პატარებისთვის სანდო, მათი უნარების, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული, ხარისხიანი, საყვარელი პროდუქტების კარგი არჩევანი არსებობდეს და ხელმისაწვდომი იყოს. გვჯერა "კუ ბიკთან" ერთად ამის შექმნა საქართველოში შეგვიძლია. ვგეგმავთ ასორტიმენტის მნიშვნელოვნად გაფართოებას და ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელებას პატარებისთვის", - განაცხადა "სინერჯი კაპიტალის" პორტფელის განვითარების დირექტორმა, თამი ჭითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო