პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია “თამარის” რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია “თამარის” რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე I, II და III პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ, რომელთაც შესაბამისად ფულადი თანხა, 3000, 2000 და 1000 ლარი და ასევე, კომპანია “ზარაფხანას” მიერ დამზადებული სპეციალური მედლები გადაეცათ.

I პრემია გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ სოფიო კასრაძეს; II პრემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ზაქარია ნანობაშვილს გადაეცა; III პრემია ნომინაციაში „ახალგაზრდა მეცნიერი“ კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორ ირმა ბარათაშვილს გადაეცა.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო კვლევით უნივერსიტეტებს შორის, იმ უნივერსიტეტებს შორის, სადაც იქმნება ახალი სამეცნიერო პროდუქტი. სწორედ ამის დასტურია დღევანდელი ჩვენი შეკრება. პრემია “თამარი” ხდება სტიმული ყველა აკადემიური პერსონალისთვის, რომ იშრომონ ბევრი და მეცნიერებაში ახალი სიტყვა თქვან. ეს პრემია მეორედ გაიცემა და ორ წელიწადში ერთხელ ვაპირებთ ამ პრემიის გაცემას”,- განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა