სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო,1-ელ მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა საბურთალოს რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო,12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეხება: ვაჟ-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მარიჯანის, ნადირაძის, ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), არაყიშვილის, ბარნოვის, მუხაძის, ბერძენიშვილის, კავსაძის, რამიშვილის, აბაშიძის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო