"თავისუფალი საქართველო“ - დევნილებს ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილების გაუსაძლის მდგომარეობას ეხმაურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოდან” აცნობეს.

მაქაცარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3 ათეული წელი გავიდა ტერიტორიული კონფლიქტების დაწყებიდან, დღემდე მოუგვარებელია დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.მისივე თქმით, მათ დიდ ნაწილს კვლავაც უმძიმეს პირობებში უწევს არსებობისთვის ბრძოლა და ხშირად, ეს ფატალური შედეგების მიზეზიც ხდება.

„სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას, დევნილები და მათი უმძიმესი პრობლემები, მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ახსენდება. მეორეს მხრივ, არამიზნობრივად იხარჯება ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გაუმართლებელ და არასაჭირო პროექტებზე, რომელთა მიზანს ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული ინტერესების დაკმაყოფილება წარმოადგენს“, - აცხადებს მაქაცარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს