ვლადიმერ პუტინმა სირიის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე ესკალაციას.

„შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თურქეთის ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას რუსეთის საგარეო ინსტიტუციების და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თურქეთში“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, პუტინმა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რაც აუცილებელი იყო თურქეთის სამხედროების უსაფრთხოებისთვის იდლიბის სადამკვირვებლო პუნქტებში.

შეგახსენებთ, წუხელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ასადის ჯარების თავდასხმას იდლიბის პროვინციაში 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა