სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, მანჯგალაძის, რკინიგზის, მახალდიანის, დეპოს, ჭყონდიდელის, კავთისხევის, მელქისედეკ პირველის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის, მრევლიშვილის, გომბორის, ჯანელიძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საჭილაოს, თამარაშვილის, სააკაძის, ლიკანის, კამალოვის, ქართლელიშვილის, ნიკო მარის, მეჯვრისხევის, ჩაქვის და წიკლაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ხეხილსანერგე მეურნეობის, საგუბარის, რჩეულიშვილის, რომელაშვილის, გაბაშვილის, ირემაშვილის, ჩარგლის, ხვანჭკარის, მაღალაშვილის, ტყიბულის, ქუთათელაძის, ჟღენტის, ინტერნატის, წერონისის, სამღერეთის, ხუდადოვის და ფილიას ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ღვინის, თუმანიანის, ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, საიათნოვას, ბერიძის, თორეთის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, სავანელის, მესხის, გერგეთის, შხეფის, ასათიანის და წავკისის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, ავჭალის სამხედრო დასახლების, ერისთავის, ლურჯქედის და ლაგურაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, შეშელიძის, ხევძმარის, ახმეტელის, გობრონიძის, კორინთას და ბრონშტეინის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ჩეხოვის, ისნის, მეტეხის, მაჭარის, სოლომონ ბრძენის, ფერიცვალების, რუისის, იორის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, წურწუმიას, მესხიშვილის, შავიშვილის, სართიჭალის, ბოროდინის, იზაშვილის, ურბნისის, დუტუ მეგრელის, გურჯაანის, მარტყოფის, ირბახის, სევანის, ნასაკირალის, მთავარანგელოზის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იალბუზის, არბოშიკის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბეს და ლუსინიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა