ელენე ხოშტარია პარლამენტში იმ  ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც მისგან  დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვენ

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში იმ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც მის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვენ. შეხვედრისას ახალგაზრდებმა ხოშტარიას დარწმუნება სცადეს, რომ მის მიერ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი შეცდომა იყო, რის გამოც მან მანდატი უნდა დატოვოს და მათ ბოდიში მოუხადოს.

თავის მხრივ, ელენე ხოშტარიამ არაერთხელ განმარტა, რომ მისი მიზანი საბჭოთა გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძოლაა და პერფორმანსით „საბჭოთა კავშირის სხდომის“ მიმდინარეობა გააპროტესტა.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს აქციები იმართება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამის ბევრი სამხილი არსებობს. ამის მიუხედავად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცივილური საუბრის შემთხვევაში, შევხვდე ნებისმიერ ფორმატში. ამიტომ უკვე მესამედ ვესაუბრები მათ. სამწუხაროა, რომ კითხვები არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან სულ ვისმენთ, მათ შორის, რასაც იყენებენ ტროლები და ბოტები „ფეისბუქში“, თუმცა მე ყოველთვის ღია ვარ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი. ვისურვებდი, რომ პერიოდი, როდესაც ადამიანებს პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ, საერთოდ დასრულდეს საქართველოში. მაშინ როდესაც იუნკერები აქ არიან დასაფლავებული, მაშინ როდესაც არაერთი მსხვერპლი შეეწირა იმას, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირს დავშორდეთ და ამ დროს ამ შენობაში საბჭოთა კავშირის სხდომა იმართება, ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა და საბჭოთა გადმონაშთებთან, რასაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა სახე აქვს, მთელი ცხოვრება გავაგრძელებ ბრძოლას“ , - განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტივისტმა მარიამ ჩხიკვაძემ კითხვაზე, რატომ არ ითხოვენ ისინი კობახიძის მხრიდან იმავეს, რა მოთხოვნასაც ხოშტარიას უყენებენ, განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს ირაკლი კობახიძის მიერ თავმჯდომარის პოსტის დატოვება საკმარისი იყო და მანდატის დატოვების მოთხოვნა დღის წესრიგში არ იდგა.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, როგორც აქტივისტი აცხადებს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს და პარლამენტის მანდატი დატოვოს, რაც მისი მხრიდან ღირსეული საქციელი იქნებოდა.

„ჩვენ ველოდით, რომ ელენესთან კონსესუსამდე მივიდოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ელენე ხოშტარიას მანდატი რომ დაეტოვებინა და ბოდიში მოეხადა, ვფიქრობ, ძალიან ღირსეული საქციელი იქნებოდა და ისტორიაშიც, როგორც ჯანსაღი პოლიტიკოსი ისე შევიდოდა, რომელიც პატივს სცემს ახალგაზრდა თაობას.

ჩვენ აქ მოსული ვართ ერთ კონკრეტულ საკითხზე, ვტრიალებთ ამ ერთი საკითხის ირგვლივ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ ამაზე, კი ბატონო, ირაკლი კობახიძეს რაც შეეხება, ამაზე კომენტარი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოში ჯდომას ვაპროტესტებდი“, - განაცხადა მარიამ ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტში იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც მის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა