გიორგი ვაშაძე - ჩვენი ნომერ პირველი მტერი გაჭირვებაა, რომელიც ერთიანი ძალებით უნდა დავამარცხოთ

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველთა ოჯახი "ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური პლატფორმიდან აცნობეს.

ვაშაძის განცხადებით, უსისტემობა, არასწორი ქმედებები ქმნის ამ პრობლემებს და 3-4 თვე ადამიანები შემწეობის გადამოწმების პროცედურებს არ უნდა ელოდებოდნენ. მისივე აზრით, სოლიდარობა და ერთმანეთის ტკივილის გაზიარებით ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელი იქნება.

„უმძიმეს პირობებში უწევს ძალიან ბევრ ადამიანს ცხოვრება. მოვედით ამ ოჯახში, სადაც არც დენი და არც წყალი არ არის. ეს არ არის ცხოვრება- ეს ადამიანები ამ ყოფას უძლებენ. უამრავი პრობლემაა და მთავარი, რაც მინდა ვთქვა: ჩვენი ნომერ პირველი მტერი არის გაჭირვება და ეს გაჭირვება ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა დავამარცხოთ, ამისთვის სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, ეკონომიკა და შემოსავლები გავზარდოთ, რომ ამ ხალხთან მიდიოდეს დახმარება. მთავარია, რაც დღეს გვაქვს ეს სამართლიანად გავანაწილოთ. 3-4 თვე ადამიანები არ უნდა ელოდებოდნენ შემწეობის გადამოწმების პროცედურებს, სამი წელია ვითხოვთ და როგორც იქნა „ქართულ ოცნებამდე“ ეს პრობლემა მივიდა და გარკვეულ ცვლილებებს აპირებენ. უსისტემობა და არასწორი ქმედებები ქმნის პრობლემებს, პრობლემებს კი პრობლემები ემატება ჯანმრთელობის კუთხით. ადამიანის შიმშილი იწვევს მთავარ თავის ტკივილებს და პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს აქვთ, ამის შემდეგ კი, აღარაფერი შეუძლიათ. საქართველოში ხალხი ასე არ უნდა ცხოვრობდეს და თუ ერთად დავდგებით, ამ ყველაფერს დავამარცხებთ, მთავარია გვქონდეს ერთმანეთის მიმართებაში სოლიდარობა, ერთმანეთის ტკივილი უნდა გავიზიაროთ, ამას აუცილებლად დავამარცხებთ. ჩვენ აქ ვართ და ყველას მოგიწოდებთ, ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა