კელი დეგნანი - კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში

საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლების ახალი არეალი ორ ქვეყანს შორის,-ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

დიპლომატის თქმით, აშშ მხარს უჭერს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ყველა ქართველისთვის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს.

„გამარჯობა, მე კეი დეგნანი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში. მადლობას გიხდით თბილისში ჩამოსვლის დღიდან გულთბილი დახვედრისთვის და ყველა პოზიტიური, გულწრფელი გზავნილისთვის, რომელიც თქვენგან ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით მივიღე. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლების ახალი არეალი ორ ქვეყანს შორის.

თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. მე და ჩემი პარტნიორი, დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას.

ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვესეირნა თბილისში და გვენახა რამდენიმე მუზეუმი. უკვე მოვიხიბლეთ საზოგადოებრივი ხელოვნებითა და ძველი არქიტექტურით. დაგი მწერალია და ალბათ, მართებულია, რომ პირველი საჩუქარი, რაც აქ მივიღეთ, არის „ვეფხისტყაოსნის“ უმშვენიერესი გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შევძლებთ ამ წიგნის ქართულად წაკითხვას, თუმცა ჯერ ვსწავლობთ თქვენს უნიკალურ ენას. რაც შემეხება მე, მე კალიფორნიიდან ვარ და უკვე 26 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვმსახურობ. ვმუშაობდი პაკისტანში, ბოცვანაში, თურქეთში, ავღანეთში, კოსოვოში, იტალიასა და ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში“,-აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩის თქმით, საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში, საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა