აშშ ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

აშშ-მა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანის ჯანდაცვითი ინფრასტრუქტურა ძლიერი არ არის, რაც ვაშინგტონის შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ შევთავაზეთ ირანის ისლამურ სახელმწიფოს დახმარება. მათი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ძლიერი არ არის და ასევე არ გვაწვდიან ინფორმაციას, რეალურად, რა ხდება ქვეყნის შიგნით... ირანში რთული მდგომარეობაა და მე ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ ისინი ინფორმაციას არ გვიზიარებენ“,- განაცხადა პომპეომ.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, თუმცა არაოფიციალური ცნობები ბევრად დიდ მაჩვენებლებზე მიუთითებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა