დავით უსუფაშვილი ხელისუფლებასთან დიალოგზე - პერსპექტივა არის, თუმცა ძალიან ბევრი თემაა გასარკვევი და მოსაგვარებელი

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქართველები ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ უცხოელების რეზიდენციაში ხვდებიან.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციასთან განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ პროცესები მალე ფორმალურ გარემოში, პარლამენტში გადავა.

“დღეს, რაც ხდება, ეს არის არანორმალური, ქართველები არ უნდა ვხვდებოდეთ უცხოელების რეზიდენციებში სასაუბროდ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. სწორედ იმიტომ გვინდა მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული, რომ აღარასდროს აღარ გახდეს საჭირო ასეთი რაუნდები და შეხვედრები ფორმალური თუ არაფორმალური. რაც შეეხება პერსპექტივას, მგონია, რომ პერსპექტივა არის, თუმცა ძალიან ბევრი თემაა გასარკვევი და მოსაგვარებელი, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და მონდომებით, რამაც ბოლო დღეებში განსაკუთრებული იმედი გააჩინა, შედეგს გამოიღებს, თუმცა ჯერ კიდევ გზა გასავლელია”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა