ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

ეზუგბაიას თქმით, მას არ ჰგონია, რომ იმ პირებთან, ვისთანაც ის მუშაობდა, პასუხი დადებითი აღმოჩნდეს.

„ამ ქალს, როგორც ვიცი განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა იმ პირებთან რომელიმესთან ტესტი დადებითი აღმოჩნდეს. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, ჩატარდება მკურნალობა. მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა თვითდინებით ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები შემოვიყვანთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებულია და ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია, ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით სტაციონარში მოთავსებას და კვლევის ჩატარებას, ყველა მოყვანილი იქნება და კვლევა ჩაუტარდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა