"ევრონიუსი" ასობით მიგრანტი თურქეთისა და ევროკავშირის საზღვართან იმყოფება

ასობით მიგრანტი, რომელთა უმეტესობაც სირიიდან არიან, თურქეთისა და ევროკავშირის საზღვართან იმყოფება. მიგრანტების უმეტესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

Euronews-ის ინფორმაციით, მიგრანტებს გადაწყვეტილი აქვთ თურქეთი დატოვონ და ევროკავშირის ქვეყნებში- საბერძნეთსა და ბულგარეთში შეაღწიონ.

არსებული საფრთხის გამო საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ბულგარეთის შეიარაღებული ძალები, ეროვნული არმია და პოლიცია ქვეყნის საზღვრის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს. დღესდღეობით თურქეთში 3.6 მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს