ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია

კორონავირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია,- ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ავრცელებენ.

მათ ვირუსის გავრცელების საშიშროების საფრთხე „მაღლიდან“ „ძალიან მაღალზე“ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვისაკენ მოუწოდებს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ვირუსს მსოფლიოს 49 ქვეყანაში 67 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 36 574-ს აღწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო