განათლების სამინისტრო - 1800 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმების შედეგად მნიშვნელოვანი ხარვეზები მხოლოდ 24 სკოლაში დაფიქსირდა

27-28 თებერვალს, 1800 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმების შედეგად მნიშვნელოვანი ხარვეზები მხოლოდ 24 სკოლაში დაფიქსირდა, რაზეც სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ რეკომენდაცია, ხარვეზების დაუყოვნებლივი გამოსწორების თაობაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

განათლების უწყების ცნობით, 27 თებერვლის მონიტორინგის შედეგების თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1100 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

„სკოლების უმრავლესობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია და გათვალისწიებულია სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. შემოწმების შედეგად მნიშვნელოვანი ხარვეზები მხოლოდ 15 სკოლაში დაფიქსირდა, რაზეც სკოლების ადმინისტრაცებს მიეცათ რეკომენდაცია, ხარვეზების დაუყოვნებლივი გამოსწორების თაობაზე. აღნიშნული სკოლები 28 თებერვალს განმეორებით შემოწმდა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური გარემო სრულად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

28 თებერვალს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 700 საჯარო სკოლა. ხარვეზები გამოვლინდა მხოლოდ 9 სკოლაში. ამ სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, განათლების სამინისტროს ცნობით, 27-28 თებერვალს, გაცდენების რაოდენობა 20 %-ის ფარგლებში მერყეობს.

„ორი დღის განმავლობაში საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით შემოწმებულია სულ 1800 საჯარო სკოლა, მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა