საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მიგრანტებისა და დევნილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საბერძნეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე ბერძენმა სამართალდამცველებმა 500-მდე მიგრანტისა და დევნილის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ისინი ცდილობდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას მას შემდეგ, რაც ანკარამ მიგრანტთა ნაკადებზე კონტროლი შეამცირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საბერძნეთის სასაზღვრო ქალაქ ორესტიადას მერის ვასილის მავრიდისის განცხადებით, „დილიდან თურქი მესაზღვრეები გაქრნენ“.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიგრანტებისა და დევნილთა ასეთი დიდი ჯგუფი მასობრივად ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.

პატრულირება გაამკაცრა საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა საპორტო ქალაქ ალექსანდროპულოსთან, რაც მიზნად ისახავს თურქეთის ნახევარკუნძულ გაპილოლიდან გადასვლა გააკონტროლოს.

ცნობისთვის, გუშინ, თურქმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა, რომ თურქეთი აღარ შეუშლის ხელს სირიელ დევნილებს იმოგზაურონ ევროპაში ხმელეთსა და ზღვაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო