მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები, რომლებიც ირანიდან დაბრუნდნენ, საკარანტინო ზონაში მოთავსდებიან

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები, რომლებიც ირანიდან საქართველოში დაბრუნდნენ, საკარანტინო ზონაში მოთავსდებიან. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა ცხელება.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს 15-კაციანი ჯგუფი უნდა გადაეყვანათ საკარანტინო სივრცეში. მხოლოდ ერთ მათგანს დაუდასტურდა ცხელება, ახლახანს იყო ჩემთან სატელეფონო კომუნიკაცია. დაავადებათა კონტროლის სამსახური თუ გადაწყვეტს მოიყვანენ ჩვენთან და მოხდება მისი ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო