საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ალბომის "ხვამლი მრავალვარსკვლავი" პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ალბომის "ხვამლი მრავალვარსკვლავი" პრეზენტაციას უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტმა ალბომს მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ მას ქვეყნისათვის ისტორიულ-მითოლოგიური კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ხვამლის ირგვლივ თავს იყრის ჩვენი ისტორიისა და მითოლოგიის დიდი ნაწილი. ძალიან დიდი საქმე გააკეთეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც წამოიწყეს ეს საქმე, მაგრამ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან: არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი და იოსებ ბანძელაძე. ეს არის მართლაც საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივა და ამითაც არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ბოლომდე ამოვიცნოთ ხვამლის მთისა და მისი საგანძურების საიდუმლოებები. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა წიგნის შემქმნელებს და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული საქმეა და სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული უნდა იყოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს