ჯანდაცვის სამინისტრო ჩინეთში პირბადეების გაგზავნის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, საქართველოდან ჩინეთში, უხანის პროვინციაში ჩარტერული რეისით გაგზავნილი პირბადეების მარაგი სააფთიაქო ქსელიდან არ ამოუღიათ.

ადამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, რატომ გამოიცა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება 18 თებერვალს.

„ეს არ იყო ჩვენს ტერიტორიაზე შესყიდული და ჩვენი აფთიაქებიდან ნაყიდი პირბადეები. სიტუაცია ასეთია - გვაქვს მთავრობის განკარგულება, სამოქმედო დოკუმენტი კორონავირუსის პერიოდში საქართველოში და აქ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ 29 მარტამდე შეჩერებულია ჩინეთთან პირდაპირი ფრენები, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და შესრულდეს კონკრეტული რეისი სხვადასხვა მიზნებისთვის და არა სამგზავრო რეისი. ჩვენ მოგვმართა აეროპორტების სააგენტომ და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ტვირთი, რომლის ნაწილი თურქეთის და ნაწილი გერმანიის ტერიტორიაზე იყო შესყიდული ჩინური მხარის მხრიდან და უბრალოდ უნდა მომხდარიყო ამ ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთში. საქართველო გამოიყენეს სატრანზიტო ქვეყნად და არა ის, რომ ჩვენი ქსელიდან წაიღეს პირბადე. ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ამ თვითმფრინავით, რომელიც ჩინეთში ჩავიდა, იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირება მოვახდინეთ და ახლა ისინი საკარანტინო ზონაში იმყოფებიან“, - განაცხადა ადამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ადამია არ აკონკრეტებს, რა ოდენობის პირბადის გადაზიდვა მოხდა თვითმფრინავით, თუმცა ამბობს, რომ ჩარტერული რეისით პირბადეების გარდა სხვა საშუალებები ჩინეთში არ გაგზავნილა.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (#01/2007), საქართველოდან ჩინეთში პირბადეების გადაზიდვის მიზნით თბილისი-ვუანი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი განხორციელდა.

ბრძანება 18 თებერვალს გამოიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო