აუდიტის სამსახური - საქართველოში არსებული სკოლების 50 პროცენტში არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში არსებული სკოლების ნახევარში არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები.

აუდიტის სამსახური უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც , ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება 1,161 (50%) სკოლა, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები.

როგორც ირკვევა, 2018 წლის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21%-ია უზრუნველყოფილი მანდატურით. სკოლების 44% აღჭურვილია ვიდეოკამერებით და აღნიშნული სკოლები ასევე უზრუნველყოფილია მანდატურით.

ამასთან, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი და ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება მათ დატვირთვას, კერძოდ, არ შეესაბამება ცენტრში დაფიქსირებულ მიმართვიანობას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომლებიც ისწავლება მე-3 კლასიდან სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში, ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა გამოცემის სახელმძღვანელოში განსხვავებული მოცულობით არის განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის უფლებების კონვენცია, მოსწავლის უფლებები და ა.შ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, VII კლასამდე არ მიეწოდებათ მოსწავლეებს ინფორმაცია ბულინგის შესახებ; სამინისტროს მიერ მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არაფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისად ეფექტიანი და არ არის შეფასებული მიღწეული შედეგები; მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება, შესაბამისად, გადამზადებულია მასწავლებელთა მხოლოდ 13%”,-აღნიშნულია ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს