აუდიტის სამსახური - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა საკუთარი თავი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნა, შედეგად დამატებით, შრომის ანაზღაურების სახით 27 405 ლარი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა საკუთარი თავი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნა და შედეგად დამატებით შრომის ანაზღაურების სახით 27 405 ლარი მიიღო.

აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრა 2,500 ლარით თუმცა საავადმყოფოს დირექტორმა ფაქტობრივად მეტი თანხა მიიღო, მიზეზი კი ისაა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით თავისი თავი ფინანსური დირექტორის პოზიციაზეც დანიშნა.

“ 2018 წელს დირექტორის თანამდებობაზე წლის განმავლობაში განაცემი შეადგენს 44,875 ლარს, მათ შორის, უშუალოდ დირექტორის თანამდებობაზე − 32,375 ლარს, ხოლო საზოგადოებაში არსებული ფინანსური მენეჯერის თანამდებობის ვაკანსიის ხარჯზე დირექტორის მიერ შეთავსებით მიღებულია ანაზღაურება 12,500 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დირექტორის დანიშვნა განხორციელდა მისივე ბრძანებით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე“,-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში სხვა დარღვევებზეცაა საუბარი, კერძოდ ირკვევა, რომ შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრის“ და შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ კლინიკაში პაციენტების არასწორად დაყოვნების, სტაციონარიდან გაწერის შემდეგ პაციენტების განმეორებით ჰოსპიტალიზაციის და პაციენტთა ისტორიაში გაურკვეველი ჩანაწერების გამო, შპს-ებმა სადაზღვევო კომპანიებისგან ვერ მიიღეს გაწეული მომსახურების საფასური. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „სტადიონის“ მიერ ქალაქ ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს