გრიგოლ ვაშაძე - არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა

არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა ამ ვითომდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის და არც იცის გაგრძელდება თუ არა არაფორმალური შეხვედრები.

„არ ვლაპარაკობთ არაფერზე, აზრების თავისუფალი გაცვლა იყო. „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა იქეთ, რომ მოხსნა ის თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც ოპოზიციისთვის თეორიულად იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა არ ვიცით. ამიტომ, არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის. არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა, ვერ გეტყვით. მთავარია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები რჩება შემდეგი: მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან! პოლიტიკური პატიმრები! წერტილი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს