გიგა ბოკერია - როდესაც არ არის ცვლილება ივანიშვილის ქმედებებში, რაუნდები და მოლაპარაკებები ვერ შედგება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი პოზიციებს არ შეიცვლის, მოლაპარაკებები ვერ შედგება. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთელი ოპოზიციაა მოწოდებული, რომ არსებული სიტუაცია განიმუხტოს.

„არაფერი არსებითად არ შეცვლილა იმ ვითარების შემდეგ, როცა ბოლოს გესაუბრეთ. ვითარება იგივეა. თუ ბატონი ივანიშვილი გონს მოვა, რომ არსებული ვითარება განიმუხტოს, რასაც ორი რამ სჭირდება - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე, გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს, მგონი, მთელი ოპოზიციაა მოწოდებული, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს. ოპოზიცია არის ძალიან მოქნილი, იმდენი წინადადება დავუდეთ მაგიდაზე ამისთვის. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ ეს შედეგი გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ. ციფრებზე ლაპარაკს არ ვაპირებ.

ჯერჯერობით ვითარება არ შეცვლილა ივანიშვილის პოზიციის გამო, თუ ეს პოზიცია შეიცვლება, სიხარულით მოგახსენებთ. თუ არადა, ვემზადებით არჩევნებისთვის ამ ქვეყნისთვის ცუდ ვითარებაში. რაუნდები და მოლაპარაკებები, როდესაც არ არის ცვლილება ივანიშვილის ქმედებებში, ვერ შედგება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო