დავით უსუფაშვილი - არის იმედი, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნას მიღწეული - ვაკეთებთ ყველაფერს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, არის იმის იმედი, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით უახლოეს ორ დღეში შეთანხმებას მიაღწიონ.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თუ მომავალ ორშაბათს ან სამშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლო რიცხვებამდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება.

„არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული. ამისთვის მეც და ძალიან ბევრიც, ვინც აქ შეკრებილები ვართ, ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა არის ობიექტური თემები, წინააღმდეგობები იმიტომ, რომ ბოლო 10 დღემდე ხელისუფლებისგან მაინცდამაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას იმისთვის, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, ადამიანები კიდევ არ დავშორდეთ ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს ბრძოლის ველად და ასპარეზად არ ვუყურებდეთ, ამის შანსი არსებობს. რთული იქნება, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგებით ოპოზიციის მხრიდანაც და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ ამ სირთულეებს ვუმკლავდებით.

ვადებს რაც შეეხება - რაც მალე - უკეთესი! თუ მომავალ ორშაბათს ან სამშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლო რიცხვებამდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება. და თუ კონსტიტუციაში მაისის ბოლომდე ვერ აისახა, ე.წ. არჩევნები აგერ ოქტომბერშია და ივნის-ივლისში კოდექსში უნდა ვწეროთ რაღაცები.

ამიტომ არის ეს ბუნებრივი ცაიტნოტი და არა სამართლებრივი ცაიტნოტი. მე იმედიანად ვარ განწყობილი. კონკრეტულ ციფრებზე საუბარს ვინ რა თქვა, ახლა აზრი არ აქვს. ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს