მარიამ ჯაში - მოლაპარაკებებში პროგრესი ნამდვილად არის

უფრო მეტად პროპორციულისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ვიდრე დღევანდელი მოდელი და ვიდრე 100/50-ზე, ამდენად დაველოდოთ, სულ რამდენიმე დღე რჩება, ვიდრე ჩვენ გვექნება საბოლოო პოზიციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, მარიამ ჯაშმა გერმანიის ელჩის რეზიდენციასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი შეფასებით, მოლაპარაკებებში პროგრესია.

“საბოლოო კონსენსუსი ჯერ არ არის მიღწეული, ამიტომ რთულია იმის გაჟღერება, მე-5 რაუნდი როდის ჩაინიშნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ არ გადაიდება შემდგომი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშვნოთ, ჩვენ გვყავს ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის ხელმძღავენელები, განსაკუთრებით შეერთებული შტატების, გერმანიისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. მათი მცდელობაა, რომ იქნეს მიღწეული შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერეს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, გამსაკუთრებით წამყვანმა, მმართველმა გუნდმა და ასევე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მიმართ განსაკუთრებით იქნა გაჟღერებული თხოვნა, რომ კიდევ იქნას გადადგმული კომპრომისული ნაბიჯი, რომ დაახლოვდეს პოზიციები. პროგრესი ნამდვილად არის მიმდინარე მოლაპარაკებებში. ჩვენ რამდენიმე დღე კიდევ მოგვიწევს დალოდება, რომ მივიღოთ საბოლოო პოზიციები როგორც “ქართული ოცნების”, ასევე მთავარი ოპოზიციური ძალის მხრიდან. ყველა ვთანხმდებით , რომ კონსენსუსი მიღწევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს კონსენსუსი იქნას მიღწეული და მოდით, დავიტოვოთ იმედი, რომ შეთანხმება შედგება და საარჩევნო გარემოს ნორმალიზება მოხდება”, - განაცხადა ჯაშმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დასრულდა.შეხვედრა დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა