ნინო ბურჯანაძე - საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პროცესი რთულად, მაგრამ  მიდის წინ

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პროცესი რთულად, მაგრამ მიდის წინ.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებასაც აქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ ახლა ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან გონივრულ ჩარჩოებში, იქნება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი.

“ჩვენ ვსაუბრობთ, ვეძებთ გამოსავალს იმ ჩიხიდან, რომელშიც ახლა აღმოჩნდა არა მარტო პოლიტიკური პოზიცია და ოპოზიცია - ხელისუფლება და ოპოზიცია, არამედ, რეალურად პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში. მუშაობა გაგრძელდება ძალიან ინტენსიურად. გვესმის, რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი და ასევე გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება შედგეს და პოლიტიკური პროცესი სხვა რეალობაში გადავიდეს.

ახლა ნამდვილად არის მზაობა და სურვილი რომ გამოსავალი ვიპოვოთ. მე პირადად ამას პოზიტიურად ვაფასებ. კარგი იქნებოდა, საქმე აქამდე არ მისულიყო და „ქართულ ოცნებას“ პროპორციული არჩევნების შესახებ კანონი არ ჩაეგდო, მაგრამ ახლა გამოსავლის ძიება გამოსავლის პოვნის საწინდარია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება უკვე არის 40%-იან ბარიერზე.

„40%-ს თუ ვერ აიღებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, მან მთავრობის დაკომპლექტება ვერ უნდა შეძლოს, მაგრამ მხოლოდ ეს თემა არ არის. ვთქვით, ავხსენით და მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტი იყოს პროპორციულობა და რაც შეიძლება მეტად იყოს პროპორციულობის წილი დაცული. სადისკუსიო არის მთელი რიგი საკითხები და წინადადებებიც დევს ყველა მხრიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი „წითელი ხაზები“, „ოცნებასაც“ ექნება თავისი „წითელი ხაზები“, მაგრამ ახლა ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან გონივრულ ჩარჩოებში იქნება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი. ვეცდებით ეს შანსი გამოვიყენოთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა,რომელიც დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა