ირაკლი კობახიძე  - თუ ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებენ, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებს, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე მმართველი გუნდისგან საინტერესო და ორიგინალური იდეები გაჟღერდა.

“საინტერესო შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო არის საარჩევნო სისტემის საკითხი, რაზეც დიდხანს ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენ გავაჟღერეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები, საარჩევნო მოდელთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს,რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში, რაციონალური და სამართლიანი დოზით. ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც შემიძლია, მოგაწოდოთ. შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ეს უზრუნველყოფს პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში, იქნება ჩამოყალიბებული რაციონალური დოზით საპარლამენტო უმრავლესობა, ამ ყველაფრის გარანტიებს შეიცავს ის იდეები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნეს მიღწეული შეთანხმება შესაბამის მოდელთან დაკავშირებით, თუ ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები არ დაიწყებენ რაიმე საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა,რომელიც დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა დასრულდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა