რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში - სირიის არმიას უფლება აქვს, საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტების თავდასხმები აღკვეთოს

სირიის არმიას სრული უფლება აქვს, საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტების თავდასხმებს უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

„იდლიბის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის საპასუხოდ, სირიის არმიას უფლება აქვს, უპასუხოს და ჩაახშოს ტერორისტები. არ შეგვიძლია, ავუკრძალოთ სირიის არმიას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნების შესრულება, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ფორმით უპირობო ბრძოლას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი მისსავე ტერიტორიაზე, დამოუკიდებელი სირიის ტერიტორიაზე,“- განაცხადა ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც იდლიბის პროვინციაში არსებული სიტუაცია განიხილეს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ზოგიერთი ქვეყნის „ოფიციალური პირების მხრიდან ტერორიზმის გამართლება“ გააკრიტიკა.

„სამწუხაროდ, ეს ოფიციალური პირების დონეზე ხდება, მათ შორის არიან აშშ-ის წარმომადგენლები,“- განაცხადა ნებენზიამ.

მისივე თქმით, რუსეთი მწუხარებას გამოთქვამს როგორც თურქი, ასევე სირიელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.

„ვწუხვართ, რომ თურქი სამხედროები დახოცეს, ისევე როგორც ვწუხვართ სირიელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო", - აღნიშნა ვასილი ნებენზიამ.

შეგახსენებთ, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო