სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 931-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე ვირუსით 16 ადამიანია დაღუპული.
სამხრეთ კორეა მეორე ქვეყანაა ჩინეთის შემდეგ, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.