კავკასიური კეთილშობილი ირმისა და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შესაქმნელად ბორჯომ-ხარაგაულის პარკი ფართოვდება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოებისა და მისი ტერიტორიის კორექტირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა. „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი ბიუროს 2 მარტს წარედგინება.

კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ორი სახეობის - კავკასიური კეთილშობილი ირმის და კავკასიური არჩვისთვის დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა. ამისთვის გამოიყენება ლანდშაფტური მიდგომა, რაც გულისხმობს არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოებას და ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოება ადიგენის მუნიციპალიტეტში იგეგმება. ტერიტორია 4179,6 ჰექტარს მოიცავს, რაც ადიგენის სატყეოს ფართობის თითქმის 13,9%-ს შეადგენს.

„ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კეთილშობილი ირმის მზარდი პოლულაციის (ამჟამად ეროვნულ პარკში უკვე 500-მდე სული ირემია) წარმომადგენლების გადაადგილებას და მთლიანად, ეროვნული პარკის ფარგლებში იზოლირებული, პოპულაციის სტრუქტურის გაუმჯობესებას. ეროვნული პარკის გაფართოება ასევე შეუწყობს ხელს კავკასიური არჩვის დასავლეთ მცირე კავკასიონის მცირერიცხოვანი პოპულაციის ზრდას და ამ რეგიონის უნიკალური წიწვოვანი ტყეების, კერძოდ, წმინდა ნაძვნარების, ნაძვნარ-სოჭნარების და ფიჭვნარების დაცვას. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აბასთუმნის რეკრეაციული ზონის ეკოლოგიური სერვისების მდგომარეობას,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა