იდლიბის საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართა. სხდომაზე ორგანიზაციის მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სხდომის დროს, სიტყვით გამოვიდა თურქეთის ელჩი გაერო-ში. მისი თქმით, ომი მათ ინტერესებში არ არის.

„ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ თურქეთი ვერ იყოყმანებს გამოიყენოს ძალა მაშინ, როცა მის უსაფრთხოებას ემუქრებიან. ნებისმიერ პროვოკაციასა და მუქარას გაეცემა პასუსი“, - აღნიშნა ფერიდუნ შინიროღლუმ.

აშშ- ის წარმომადგენლის, კელი კრაფტის განცხადებით, ანკარას ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. მან რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ავიათავდასხმები და შეასრულოს ის ვალდებულებები, რასაც სოჭის ხელშეკრულება ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა სირიის იდლიბის პროვინციაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ორი დღის წინ, რუსეთის მხარდაჭერილი ასადის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო შეეწირა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთის ჯარებმა სირიის ამბოხებულებთან ერთად მოახერხეს იდლიბის მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება, თუმცა არსებულ ცნობებს არ ადასტურებენ რუსეთში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა