ნათია თურნავა - საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი, მიღწევები და გამოწვევები“.

ნათია თურნავას თქმით, გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ტრანსანატოლიური გაზსადენის ინაუგურაციას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი შაჰდენიზის გაგრძელებაა.

„მანამდე BP-ის მიერ დასრულდა შაჰდენიზის განვითარების მეორე ფაზა, რომელიც ასევე მოგვიტანს სატრანზიტო გაზის გაზრდილ მოცულობებს, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, უკვე 17-მდე სხვადასხვა ქვეყანა, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოები ინტერესდებიან ამ პროექტში მონაწილეობით.

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის ქვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

„ნათია თურნავა ბაქოში ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა