ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი - კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, დღეს დილით კვლევა კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარეს.

„ამჟამად 31 პაციენტი გვიწევს, ამ 31 პაციენტიდან დღეს დილას 20 პაციენტზე აღებული იქნა კვლევა. გუშინ დღის განმავლობაში ჩატარდა 24 პაციენტზე კვლევა და 24-ვეში პასუხი უარყოფითი იყო. ეს პაციენტები გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო