საქართველოში იაპონიის ელჩი აეროპორტში დოჰა-თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დოჰა თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც საქართველოში იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იაპონიის ელჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პერიოდში, საზღვრის მართვის კონტროლის მექანიზმებსაც გაეცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფროსმა ტადაჰარუ უეჰარას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე თერმო სკრინინგის პროცესი გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ კონკრეტული მექანიზმების შესახებ, რასაც საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიცია ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა