მიხეილ ჩხენკელი - საგაზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობა იქნება 2 კვირა - ეს საკმარისი დროა, რომ სკოლებში სრული დეზინფექცია ჩატარდეს პროფილაქტიკის მიზნით

მინდა გითხრათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სკოლებში დეზინფექციის ჩატარება, პროფილაქტიკის მიზნით გადაწყდა.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის სფაუძველზე, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დეზინფექციის ჩატარება გადავწყვიტეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება, ანუ საგაზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობა იქნება 2 კვირა. ეს მოგვცემს საკმარის დროს იმისთვის, რომ სკოლებში სრული დეზინფექცია ჩატარდეს პროფილაქტიკის მიზნით. მინდა გითხრათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და საქართველოს მთავრობა პროცესს სრულად მართავს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა