სერგი კაპანაძე - მოლაპარაკებებში კონკრეტული პროგრესი არ არის და ის მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რჩება უცვლელი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული შემოთავაზებებიდან, არც ერთი არ პასუხობს პროპროციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნებს.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკებებში კონკრეტული პროგრესი არ არის და ის მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რჩება უცვლელი. ეს არის პოლიტიკური დევნის დასრულება და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომლის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება 130/20, რომელიც მათ შესთავაზა ოპოზიციამ. ამასთან დაკავშირებით თუ შეცვალეს პოზიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ეს იმ მოლაპარაკებებში არ ჩანს. თუ ამ ორ მოთხოვნას ისინი დათანხმდებიან და ეს არ არის მარტო ოპოზიციის მოთხოვნა, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა, მაშინ შესაძლებელი იქნება გარკვეული წარმატების მიღწევა, ოღონდ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ვნახავთ რამდენიმე დღეში, რამდენად დაიძრებიან ივანიშვილის წარმომადგენლები ამ მოლაპარაკაბებზე და რამდენად იქნება შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა. თუ მათი მხრიდან კომპრომისი არ იქნება, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას, რომ არსებული სისტემით დავამარცხიოთ ივანიშვილი“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების კონკრეტული ვადა არ არსებობს.

„რაც შეეხება ვადას, ხისტი ვადა არ არსებობს. რაც მალე იქნება შეთანხმება, მით უკეთესია. ის, რომ ვადა იყოს ოთხშაბათი ან კვირის ბოლო, ასე არ არის. საკანონმდებლო პროცედურების მიხედვით, ესწრება ჯერ კიდევ შეთანხმება როგორც კონსტიტუციის შეცვლაზე, ისე სააარჩევნო კოდექსში“, - აღნიშნა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა