ერდოღანი - მე პუტინს ვკითხე, აქ რა გესაქმება? გადადი ჩვენი გზიდან და საშუალება მოგვეცი სირიის რეჟიმის პირისპირ დავრჩეთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, მან სატელეფონო საუბრის დროს, ვლადიმერ პუტინს სთხოვა გვერდით გადგეს და თურქეთი სირიის რეჟიმის წინაშე მარტო დატოვოს.

„მე პუტინს ვკითხე: აქ რა გესაქმება? თუ შენ ბაზის გახსნა გინდა, გახსენი, მაგრამ ჩვენი გზიდან გადადი და საშუალება მოგვეცი სირიის რეჟიმის პირისპირ დავრჩეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი ვლადმიერ პუტინსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შორის გუშინ საღამოს შედგა. მხარეებმა იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა სირიის იდლიბის პროვინციაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ორი დღის წინ, რუსეთის მხარდაჭერილი ასადის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო შეეწირა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთის ჯარებმა სირიის ამბოხებულებთან ერთად მოახერხეს იდლიბის მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება, თუმცა არსებულ ცნობებს არ ადასტურებენ რუსეთში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა