ჯანდაცვის სამინისტრო - რისკ ჯგუფში მყოფების შემოწმება- ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, ნიღბებითა და პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსებისგან

რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტთა შემოწმება და ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, სამედიცინო ნიღბებითა და ასევე, პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსების​ მიერ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მედპერსონალი პერსონალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით არის უზრუნველყოფილი.

„კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი უზრუნველყოფილია პერსონალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. შესაბამისად, რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტთა შემოწმება და ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, სამედიცინო ნიღბებითა და ასევე პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსების​ მიერ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა